
არც ხშირად გიღიმის ბედი,
მაგრამ არაუშავს ამის გამო
არ უნდა ჩაიქნიო ხელი.
ცხოვრება უნდა გაგრძელო,
კარგს ხომ მომავლისგან ელი
იმას ნუ იფიქრებ, დღეს თუ არ გიმართლებს
არც ხვალე გაგიღიმებს ბედი.
ზოგჯერ ოცნებებიც არ მართლდება
შენ მაინც გამართლებას ელი.
ხშირად გზად მიმავალს ფეხი დაგიცდება,
შველას ნურავისგან ელი.
შენთვითონ დაფიქრდი, როცა რაღაც გიჭირს
ვინ გყავს იმ მომენტში გვერდით.
ამაყად წამოდექი სწორი სვლა განაგრძე,
არავის დაანახო ცრემლი,
წარსულზე არ იფიქრო, მიზანი დაისახე
იფიქრე მომავალზე რწმენით.
ცხოვრება ასეთია ხშირად არ გიმართლებს
შენ მაინც გამართლებას ელი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2