
გარდაიცვალა მანელ ვიჩი (ვიდეო) "ბარსელონამ" კიდევ ერთი წევრი დაკარგა, ამჯერად ეს ადგილობრივი სტადიონი "კამპ ნოუს" გამომცხადებელი მანელ ვიჩი გახლავთ, ის "ბარსელონაში" 60 წელი მუშაობდა. მანელ ვიჩი გუშინ, 29 აპრილს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 1938 წლის 12 მარტს დაბადებული გახლდათ. ვიჩ სანჩესი "ბარსელონას" წევრი 15 წლის ასაკში გახდა. მანელ ვიჩის ხმამ "კამპ ნოუს" ტრიბუნებიდან პირველად 1958 წლის 10 სექტემბერს გაიჟღერა.