
ინდურებს ცეკვავს ჯიმის-შოთო სიხარულიძე :D :D :D ემიგრანტებო შეიქმენით საუკეთესო განწყობა მთელი დღის მანძილზე შოთოსთან ერთად ♥ ♥ ♥ გაიღიმეთ! ღიმილი გადამდებია და აუცილებლად სცადეთ! ღიმილი ადამიანის სახეს ანათებს და მაგნიტივით მიმზიდველია. ♥ ♥ ♥ მიყვარხართ ♥ ♥ ♥ დილამშვიდობისა ემიგრანტებო და ჩვენო უსახელო გმირებო! უკვე თორმეტი საათი დაიწყო? რა მნიშვნელობა აქვს. არ გეგონოთ რომ ახლა ავდექი, მაგრამ ჯერჯერობით ნამდვილად დილის განწყობა მაქვს. მგონი მეტისმეტად შევეჩვიე დილით ადრე ასადგომი რომ არ ვარ და არც სკოლაში მაგვიანდება, არც უნიში და არც სამსახურში. პენსიონერი არ გეგონოთ. თუმცა დილის ტკბილი ძილის ძალით შეწყვეტასა და არდაგვიანების მცდელობებსაც თავისი მუღამი აქვს. ოჰ, მაგრამ დღეს არა. გაზაფხულის დილა მართლაც ყველაზე მშვენიერია სხვა დილათა შორის, აბა გაიხსენეთ ზამთრის გაყინული დილა, ადგომა რომ არ გინდათ და ჩამთბარ ლოგინს ვერ სცილდებით, ან ზაფხულის დილა სულ არაფერი რომ არ გაფარიათ, მაგრამ ისე გცხელათ ლოგინში ვერ ისვენებთ და იძულებული ხართ ნაადრევად წამოხტეთ. არა, გაზაფხულის დილა მართლაც მშვ