
მე არავინ მიყვარს,მე არავინ მინდა, ახლა ჩემი გული გრძნობებს ვეღარ იტანს,, მე არავის ვეტრფი, მე არავის ვებრძვი, ჩემი სულის ძახილს ვერვინ ვერ შეწვდებით. მე არავინ მითხრას, მე არავინ მკითხოს, ნამდვილ სიყვარულზე ზღაპრებს აღარ ვითხოვ. მე არავის ვერჩი, მე არავის ვრჩები, ვალში დამირჩება ყველა ვინც რას მეტყვის. მე არავინ მიყვარს, მე არავინ მინდა, მხოლოდ მარტოობა და ეს მუზა მხიბლავს. მე არავის ვუწერ, მე არავის ვუძღვნი, ლექსებს სიყვარულზე ჩემი გული რითმავს