00:23
თხილიანი შოკოლადი. მოხალეთ თხილი, გააცალეთ ქერქი. გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე 2 ცალი ხარისხიანი შოკოლადის ფილა და დაუმატეთ 50 გრ. კარაქი. ერთჯერად თეფშზე დაყარეთ თხილი, დაასხით გამდნარი შოკოლადი და შედგით საყინულეში მთელი ღამე.