Marshalpress.ge - მარშალპრესი
გვიან ღამით მცირე ინციდენტი მოხდა ლარსი-ნატახტარის მაგისტრალზე, სადაც სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს მიერ აქცია გაიმართა, ისინი რუსულნომრიანი ავტომანქანებისთვის გადაადგილების შეზღუდვას აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ ამის საშუალება არ მიეცათ.
აქციის მონაწილეებმა გზაზე მდგარ სატვირთოს მანქანის მძღოლს ე.წ სამხრეთ ოსეთის დროშა ჩამოართვეს, როგორც მძღოლმა განმარტა მას ეს დროშა აჩუქეს, მცირედი ინციდენტის შემდეგ მან ეს დროშა გადააგდო.