სახლების საკუთარი ხელით დემონტაჟი, დაკარგული საძოვრები, ხეხილის ბაღები და წინაპართა საფლავები. დე ფაქტო საზღვარი ისევ მოცოცავს. ბოლო დროს 65 ქართული ოჯახი დაზარალდა. ჩრდილოელი მეზობლის არამეზობლური პოლიტიკა პერმანენტუილი აქციების მიზეზი ხდება. აქტიურობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და მომღერლები -- გასულ კვირას სოციალური ქსელის მეშვეობით 13 ოქტობრის აქცია დაიგეგმა -- დღევანდელი მანიფესტაცია თავისი მასშტაბით გასცდა დედაქალაქს და საქართველოს შვიდი ქალაქი მოიცვა. ცოცხალი ჯაჭვით გამოხატული პროტესტის მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენაა. ნახეთ ნატა ქაჯაიას სიუჟეტში.