„ვის ეშინია ფემინიზმის?"- ამ სახელწოდების სემინარი დღეს თელავის „მედია-კაფეში" ჰაინრიხ ბიოლის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. სემინარში მონაწილეობას თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები, ჟურნალისტები და აქტიური მოქალაქეები იღებდნენ.
პროექტი, რომლის მიზანი ფემინიზმის შესახებ ადამიანების ინფორმირებაა, 8 ლექციისგან შედგება. „საბედისწერო ქალი",- ამ სახელწოდების ლექცია დღეს კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა წაიკითხა. აღნიშნული შეხვედრები გასულ წელს ოზურგეთსა და ქუთაისში ჩატარდა, ამჟამად კი პროექტს თელავი და გორიც შეუერთდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1jZK0Zy