ყველას დიდი მადლობა, ვინც მეხმარება იმისათვის, რომ შეჭირვებულებს საკვები და ტანსაცმელი მივაწოდო, შშმპ, ობოლ და მრავალვილიან ოჯახებს - ტკბილეული, საჩუქრები, ეტლები და სხვადასვა საჭირო ნივთები.
თქვენი წყალობით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ვაჩუქეთ პატარებს.
პირველი ღონისძიება ქიზიყში, შორენა ქათამაძე ს ოჯახში - უკვე მეორედ გაიმართა. კვლავ ზურაბი სეფიაშვილი, Паата Вик Пап და Nodari Nadirashvili-ჩემი უსაყვარლესი მეგობრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქციაში. ამჯერადაც სიახლე გვქონდა და ბავშვები ანიმატორმა Giorgi Afciauri გაართო და გაახალისა. თქვენც - ჩემო მეგობრებო, რომლებსაც არ გასახელებთ -ნახეთ მათი ბედნიერი სახეები, სიკეთე გადამდებია. გაეცით და მიიღეთ პატარების სიხარული და ულევი სიყვარული. ხედავთ ერთ დღეში როგორ გავმდიდრდით? ათასი ბედნიერი ღიმილი თქვენ!