"9 წლის თავზე ნაციონალური მოძრაობა მორალური უპირატესობის ტონით გველაპარაკება. მკვლელები, ადამიანების გამაუპატიურებლები, სიტყვის და თავისუფალი აზრის ჩამხშობები, რომლებმაც ქუჩაში ხალხი ხოცა, გულაგები მოაწყო, 300 ათასი ადამიანი ციხეში გაატარა სრულიად უსამართლოდ, ტერიტორიები დაკარგა... დღეს ისინი რეაბილიტირებულები არიან და ეს ოცნების დამსახურებაა. არადა, მათ სრული ლეგიტიმაცია ქონდათ ხალხისგან, პოლიტიკური რადარებიდან გაექროთ ნაცმოძრაობა, მაგრამ კოჰაბიტაცია მოინდომეს და ამ სისხლიანი ხალხის აბსოლუტური პოლიტიკური რეაბილიტაცია მოახდინეს. ახლა კი ეს ჯალათები მორალის ენით გველაპარაკებიან."
გიორგი ქარდავა