ლაბრადორის ჯიშის ძაღლისა და კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი თევზის მეგობრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია ინტერნეტში. ძაღლი სიამოვნებით დაცურავს თევზთან ერთად და აძლევს კოცნის უფლებას. არც კობრს ეშინია ძაღლისა და მეგობრულად დაცურავს მასთან ერთად.
ამ უჩვეულო მეგობრობის ვიდეოკლიპი გადაღებულია ნევადის შტატში, მიდის ტბაზე, რომელიც ლას-ვეგასის ახლოს მდებარეობს. ამ კადრების მნახველს ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ძველი მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს, დიდი ხნის განშორების შემდეგ.