ალაბამაში მცხოვრებმა ბიუ კუპერმა Youtube-ზე 8 თვის შვილის - დიგანის ვიდეო განათავსა. მშობლებმა შეამჩნიეს, რომ როგორც კი მამა ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სარეკლამო რგოლის სიმღერას წაიღიღინებდა, პატარა ტირილს იწყებდა.
მშობლებმა არ იციან ჩვილს მამის სიმღერა აღიზიანებს, თუ Nationwide Insurance-ის სარეკლამო რგოლის მელოდია, მაგრამ ფაქტია, რომ დიგანი სიმღერის გაგონებისთანავე ტირის.