Music: Zaza Tabagari & Zaza Sanikidze
Lyrics: Soso Nadiradze
მერიქიფე ჩამომისხი ღვინო
და ამივსე მადლიანი ჭიქა,
ღმერთო იქნებ სიტყვა მაპოვნინო,
რომ გამიგონ აქაცა და იქაც ..
ქვევრებს ღვინით ამოვავსებთ ახლით,
მაჭრისფერი დაედება მტევანს,
სექტემბრიდან, ვით საკუთარ სახლში
შემოდგომა საწნახელში შევა.
მშვიდი სიო ალაზნის და ივრის
იალაღზე მიაცილებს ფარას
და სამი თვე დოქით სტუმრად ივლის
შემოდგომა ასე მარან-მარან!
მერიქიფე ჩამომისხი ღვინო,
მერიქიფე, ჩამომისხი ღვინო!