შენი თვალების გამო
სიცოცხლეს დავთმობ,კარგო
შენი ღიმილის გამო
ყველაფერს დავთმობ,კარგო
იცი რა ლამაზი ხარ?
ჩუმად როცა დადიხარ
იცი შენი ბრალია
როცა მე მიხარია
ისიც,შენი ბრალია
ცუდად რომ ვარ ძალიან
მინდა მოგიძღვნა ცხოვრება ჩემი
ისე გაცხოვრო
არ ჩამოგვარდეს
თმის არცერთი ღერი
შემიყვარო მინდა ისე
სიყვარული შენი სხვას
ვერასოდეს ვეღარ მისცე
მინდა ისე ჩამეკონო,რომ
სიყვარულს დავემონო.
მიჭირს აგიხსნა რა მიჭირს
მაგრამ ვგრძნობ,რომ
ყველაფერი გაივლის.
იცი რატომ მიყვარს იაა?
გაპრანჭვა სულ არ სჭირდება
ისედაც ლამაზია..
და შენში მომწონს თვისება
იის,რომ არ იპრანჭები
არავისთვის