ბინდისფერია სოფელი
უფრო და უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე
ჩიტივით გავიფრინდება
წამოგეწევა სიბერე
მგელივით წამოგვარდება
სიკვდილი გზაში გიყელებს
თვალები გაავდარდება
მოგიგონებენ შვილები
მზეს შეხედავენ მაღლითა
სოფელში შემოაღამდა
ბინდმა ძაღლივით დაფლითა
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია
ბევრი სიმწარე მინახავს
ბევრიც სხვა გადამხედია
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации