შემზარავი შემთხვევა ილიას უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დროს მოხდა. ლაშა მაღრაძემ ყოფილი მეუღლე ლექციიდან გაიყვანა, სასიკვდილოდ დაჭრა და თავი მოიკლა.
როგორც ირკვევა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მაკა წივწივაძემ სამართალდამცავებს ორჯერ მიმართა, რის გამოც დამნაშავე პოლიციის მხრიდან სიტყვიერად გაფრთხილებული იყო. მედიისთვის უკვე ცნობილია მკვლელთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალი. წარსულში ნასამართლევი მაღრაძე, ციხიდან ამნისტიით იყო გამოსული.