კომპოზიტორი მერაბ მამულაშვილი, ლექსს კითხულობს: ანა მამულაშვილი. ვოკალი: მეცოსოპრანო ირინა ალექსიძე. ჩონგური: დავით ყიფიანი, დუდუკები: ქსოვრელები. ეს აუდიო ფაილი აღებულია დეკანოზი მამა გიორგი ყიფშიძის ფილმიდან." მათ სიცოცხლე სურდათ" ლექსის ავტორი: პოეტი რეზო ნიშნიანიძე.. ეს ვიდეო ჩანახატი გააკეთა მომხმარებელმა: levanacom... საქართველო
Composer: Merab Mamulashvili, Read verser: Ani Mamulashvili, vocal: mecosoprano Irina Alecksidze. chonguri: David Kipiani, duduki: Cksovrelebi. By the idea of: Father George Kipshidze.. video direcktor:
levanacom. GEORGIA (композитор): Мераб Мамулашвили / რა გალეულს და ფერწასულს გხედავ, ჩემო პაწია, ცოდვილო დედა, ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ, რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა? არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი, შენი ტანჯული სისხლი და ხორცი, ნიავი ვარ და მგონია გშველი, სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი. როგორ მინდოდა მეც მოგსწრებოდი, მეც გამეხარა ამ სამზეოთი, მეც დამეძახა შენთვის დედიკო და მამას ყელზე შემოვხვეოდი. ჩამწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან, როგორც პეპელა ყვავილში რგული. დაბადებამდე რამდენი მეკლდა, ითვლიდა ჩემი პაწია გული. თურმე ტყუილად მომიხაროდა, შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან, ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან, არარაობის ჩრდილი და სევდა. თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით, ვეფხის ტყაოსანს თუ ვერ დავწერდით, მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი..........