მოიტანა მუსიკამ, ისევ ძველი ფიქრები,
აბნეული ცხვარივით ისე ვეღარ ვიდგები
გამახსენდა ჭრილობა, გულში შემონახული,
ღმერთო -შენს გზას დავეძებ , მე-შორიდან მოსული.
რა ვქნა მეც რომ მატკინეს, ვერ მივაგებ მაგიერს,
მე სიკეთე მწადია ღმერთო, ასე მადლიერს,
დამიამე ჭრილობა,ვეთაყვანო სუდარას,
ქრისტეს ჯვარი ჩემთვისაც გადაიქცა მუდარად,
ენა ისე ბასრია , სიტყვა გახდა უხეში,
თითქოს არსად არ იყოს სულ პატარა ნუგეში,
მეგობარი მეგობარს ციხეს უგებს შორიდან,
სიყვარულს და სიკეთეს ისევ ვაგდებთ გულიდან...
და ასეთი მზაკვრები მაინც შეგთხოვთ შენდობას,
რადგან ჩვენი სიმცირე დავინახოთ თავადვე,
მინდა სულის ბორკილი ჩამოვიხსნათ სულ ყველამ
ვიყოთ ისე მართალნი,რომ არაფერს ვმალავდეთ.
მინდა ჩვენი ბაგენი რომ ამბობდნენ სიმართლეს,
მივუტევოთ მოყვარეს, თუკი რამეს ინანებს,
მინდა ჩვენი ცრემლები, რომ წმინდავდნენ ტკივილებს,
სულს ჰაერი შევმატოთ,მოვერიოთ სიმძიმეს....