რვა წელი შინდისის ბრძოლიდან. 2008 წლის 11 აგვისტო ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქართული ოცეულის გმირობის დღედ ჩაიწერა.
რვა წლის წინ ამ დღეს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულ რუს სამხედროებს მეორე ბრიგადის კოლონამ უკან დახევა აიძულა. ბრძოლა უთანასწორო იყო: რიცხობრივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ და მძიმე ტექნიკით შეიარაღებულ რუსულ მოტომსროლელ ასეულს ქართველმა მებრძოლებმა დიდი დანაკარგი მიაყენეს.
ქართული კოლონის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობა, 17 დაღუპული ქართველი ჯარისკაცი და ერთსაათიანი ბრძოლა ნათლია-ნათლულის ცნობილი ისტორიით: ქვეყანა დღეს შინდისის გმირებს იხსენებს.