მინდა წარმოგიდგინოთ ბოსტნეულის და ხილის წვენები, რომლებიც დაგეხმარებიან დაიკლოთ წონაში და იყოთ ჯანმრთელები.
Healthy Diet: ხილის და ბოსტნეულის წვენები
არასოდეს დაივიწყოთ დიეტის დროს, რომ მთავარი თქვენი ჯანმრთელობაა. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. თუ დღეში ერთხელ მიირთმევთ სახლში დაწურულ წვენს, დარწმუნებული იყავით რომ თქვენს ორგანიზმს დაეხმარებით წონის კლებაში და ასევე გეცოდინებათ, რომ არ ავნებთ თქვენს თავს.
ამ წვენების მომზადება ძალიან ადვილია და მხოლოდ დაგჭირდებათ ბლენდერი ან წვენის საწური მანქანა. წარმოგიდგენთ რეცეპტებს, რომლებიც თქვენს დღეს გააჯანმრთელებენ.
1) საუკეთესო წვენი, რომელიც დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში
Healthy Diet: ხილის და ბოსტნეულის წვენები
თუ თქვენ არ გიყვართ ბოსტნეულის ჭამა ან გეზარებათ ყოველ დღე მოიმზადოთ ბოსტნეული, შეგიძლიათ დაწუროთ წვენი და დღეში თითო ჭიქა მიირთვათ.
ინგრედიენტები:
* შპინატი (დაახლოებით 20 ფოთოლი)
* ნიახურის 4-5 ძირი
* 1 დიდი ვაშლი
* 2 საშუალო ან 1 დიდი ჭარხალი
* დაახლოებით 50 გრამი კოჭა
* 2 პატარა ბოლოკი
* 1 პატარა კიტრი
* 2-3 საშუალო სტაფილო
* 1 ლომონი
მომზადების წესი : გავრეცხოთ კარგად ყველა ინგრედიენტი. გავთალოთ ჭარხალი და სტაფილო. დავწუროთ წვენი და სულ ბოლოს დავუმატოთ მთლიანი ლიმონი. დავასხათ ჭიქაში და მივირთვათ.
2) სტაფილოს და პომიდვრის წვენი
Healthy Diet: ხილის და ბოსტნეულის წვენები
ინგრედიენტები:
* 2 დიდი სტაფილო
* 2 დიდი პომიდორი
მომზადების წესი: დაწურეთ სტაფილო და პომიდორი და დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი. ის დაგეხმარებათ უფრო მალე დაწვათ კალოერიები და ასევე შეგმატებთ ენერგიას. მიირთვით წვენი დღეში ორჯერ და შედეგში მალევე დარწმუნდებით.
3) ვაშლის და ნიახურის ძირის წვენი
Healthy Diet: ხილის და ბოსტნეულის წვენები
ინგრედიენტები :
* 1 დიდი ვაშლი
* 4-5 ცალი ნიახურის ძირი
მომზადების წესი: დაწურულ ვაშლის წვენს დაუმატეთ ნიახურის წვენი. გახსოვდეთ რომ ნიახური არის იმ პროდუქტებში ერთ-ერთი, რომლებიც გვეხმარებიან მუცლის არეში სწრაფ კლებაში.
4) კივის და საზამთროს წვენი
Healthy Diet: ხილის და ბოსტნეულის წვენები
ინგრედიენტები:
* 1 დიდი ნაჭერი საზამთრო
* 2 დიდი გაფცქვნილი კივი
მომზადების წესი: გავფცქვნათ კივი და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ საზამთრო და მივირთვათ დილით საუზმის დროს.
5) გრეიფრუტი, კოჭა და ლიმნის წვენი
Healthy Diet: ხილის და ბოსტნეულის წვენები
ამ წვენის საშუალებით თქვენს სხეულში შაქრის დონე დაბალანსებული იქნება და თუ თქვენი მიზანია ჯანსაღი გზით დაიკლოთ წონაში მაშინ ეს წვენი თქვენთვისაა. თუ დალევთ უზმოზე შედეგით გაოცეებულები დარჩებით
ინგრედიენტები:
* 3 ლიმონი
* საშუალო კოჭა
* 2 გრეიფრუტი
* 1 ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების წესი: დავჭრათ ლიმონი დავუმატოთ მცირე რაოდენობის კოჭა და ფრეიფრუტი. დავაბლენდეროტ და დავუმატოთ 1 ჩ.კ თაფლი გემოსთვის. მივირთვათ უზმოზე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев