"ბევრი კაცისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებს.
ასეთებს, ყოველთვის დაფიქრებისაკენ მოვუწოდებ ხოლმე…
ჭკვიანი ქალები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, საკუთარი სურვილები აქვთ და საზღვრებს თავად აწესებენ.
შენ არასოდეს იქნები მისი ცხოვრები ცენტრი, რადგან მას საკუთარი ცენტრი აქვს. ჭკვიანი ქალი არასოდეს მოგცემს არც მისით მანიპულირების და არც შანტაჟის უფლებას. ის პასუხისმგებლობას იღებს.
ჭკვიანი ქალები კამათში ერთვებიან, აანალიზებენ, ჩხუბობენ. ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, წინ მიიწევენ.
ჭკვიან ქალებს ცხოვრება შენამდეც ჰქონდათ და იციან, რომ მას შემდეგაც ექნებათ, როცა შენ წახვალ.
ის გაფრთხილებთ, ნებართვას არ გთხოვთ.
ჭკვიანი ქალები წყვილში არც ლიდერს ეძებენ, რომელსაც გაჰყვებიან, არც მ