შენ ჩემი პატარა შვილი ხარ- დედიკოს პატარა იმედი...
შენს გამო ისეთი დიდი ვარ, ცას ცალი ხელით მივსწვდები!..
ისურვებ- დაგიკრეფ ვარსკვლავებს, სინათლით აგევსოს მუჭები!..
მე ხელებს დაგიფენ მალულად ნაწვიმარ მიწაზე თუ ჯდები...
თუ გინდა მზის სხივსაც მოგიწყვეტ და თმებში ჩაგაწნავ იმედად...
სიცხეში მე ჩრდილი ვიქნები- უნდა გაეზარდო შენს დედას!!!
სხვა იმას ვერასდროს ვერ შეძლებს, დედა რომ შვილისთვის აკეთებს...
შვილი ხარ და შენ თუ გჭირდება- არწივის თვალებით ვაკვესებ!..
მე აღარც სიკვდილი მაშინებს, დედა ვარ- წინ ვინ დამიდგება!..
ცოცხალი დაგიცავს დედიკო და მკვდარიც სულ შენს წინ იდგება!
/უცნობი ავტორი/