და როდესაც შენ ახალი წლის ღამეს შენი ეზოს წინ მდგარ "დებილ" ბიჭებს თოვლის გუნდებს დაუშენ მე ხევსურეთის ერთ ერთი ყველაზე მაღალი კოშკიდან ხელს მშვიდად დაგიქნევ..... გადავწყვიტე,არანაირი ყაზბეგი(სადაც ძალიან მინდა წასვლა და მართლა გულით დამპატიჟეს) არანაირი რაჭა (სადაც ნამყოფი არ ვარ და აქაც დიდი გულით დამპატიჟეს) და კახეთი (სადაც უკვე სამჯერ სხვადასხვა ადგილას მომივიდა მოწვევა) მე ხევსურეთში მივდივარ და შენც გეპატიჟები . მოიფიქრე 28 დეკემბრამდე დიდი დროა....
მე ხევსურს უნდა გავყვე ცოლად ან მოხევეს ან ფშაველს ან თუშს. და როცა მეტყვიან შენი მიჯნური ვინააო არც დავფიქრდები და ისე ვუპასუხებ რომ მთა.მთა სადაც ზამთარში არავინ მეყოლება, მთა სადაც არაფერი მექნება მთის სიყვარულის გარდა.იქ მინდა ცხოვრება ვარკვლავებით მოჭედილ ცას რომ მეტრები დამაშორებს, ზამთარში გზა რომ ჩაიკეტება და მთასა და ამ ბინძურ ბარს ერთმანეთს დააშორებს.იქ მინდა ცხოვრება სიცივისაგან თითებ გაყინული პატარა ბუხარს რომ მივუჯდები პიტნის ჩაითა და წიგნით ხელში რომელსაც ჩემს მიჯნურს წავუკითხავ. იქ მინდა ცხოვრება ბავშვს ქართულ იავნანას რომ ვუმღერებ, იქ მინდა ცხოვრება სადაც დახეული ჯინსებით, მოკლე შორტებით, დეკოლტიანი მაისურით არასდროს გავივლი. სადაც მუდამ მთის კუთვნილი ტანისამოსი მეცმევა,იქ სა