"ყარაყუმის ტორტი"
ეს ისეთი ნამცხვარია აი პირში რომ დნება და უცებ ქრება თეფშიდან
მოკლედ 3 კვერცხი და 2 ჭიქა (200გრამიანი) შაქარი დიდხანს თქვიფეთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი ან მარგარინი "დაჩა", 3 პაჩკა (25გრამიანი) კაკაო, 500გრ მაწონი, 2ჩ/კ სოდა 2ჩ/კ ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი, ესეც 200გრამიანი ჭიქით. კარგად ათქვიფეთ, დაასხით თბილ ჟარონაზე რომელსაც არაფერს არ წაუსმევთ. მე გამოვაცხე 160°-ზე 30წთ, ბოლოს ჩხირით მაინც გასინჯეთ, ყველა ღუმელს სხვადასხვა დრო ჭირდება.
კრემი: 2 ცალი მოხარშული სგუშონი და 300გრ კარაქი ან დაჩა ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი უნალექო ყავა, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და ვანილი. ეს მასა მოასხით გაციებულ ბისკვიტს და ზემოდან დაახეხეთ შავი შოკო