ჩემს პატარა ნინუკულას
დღევანდელ დღეს ვულოცავ.
ანგელოზად მოვლენილო,
გადღეგრძელებ და გლოცავ!
იდღეგრძელე.სულ იხარე–
დედის გული ახარო,
შენი ბეჯითი სწავლითა
ყველანი გაგვახარო!
საქართველოს მრავლებოდეს
შენნაირი...მზიანი,
იამაყებს ქართვლის ზეცა
და მიწა მადლიანი.
მომელოცოს, მომავალ წელს,
მამულეთი მთლიანი...
გაიხარებს, შენთან ერთად,
ბევრი ადამიანი!
T.Ruxeli.