იცი? ყოველ დღე ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი ირევა, მაგრამ უშენოდ ჩემს გარშემო სიმარტოვე და სიცარიელეა…
ცოტა ხნის წინ მკითხე რა არის ნამდვილი სიყვარულიო… იცი…? ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, სიყვარულია როცა შენზე ფიქრისას სახეზე უნებლიე ღიმილი მეპარება, როცა ქუჩაში მივდივარ უცებ გამახსენდება შენთან გატარებული წუთები და უაზროდ მეღიმება, როცა მზე არ ანათებს, მაგრამ მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა ჩემს გულში მაინც მზიანი დარია, რადგან ვიცი იქ სადღაც შორს,სულ სხვა მხარეში, შენ ხარ და შენც ჩემზე ფიქრობ, სიყვარულია როცა შენზე ფიქრისას გული საოცარი სისწრაფით იწყებს ფეთქვას, სიყვარულია როცა შენს თვალებში ჩემს ანარეკლს ვხედავ და ვგრძნობ თითქოს ეხლა გული გაჩერდება. სიყვარულია როცა შენს თითოეულ ნათქვამს ვიმახსოვრებ და მერე გამუდმებით თავში ვატრიალებ, სიყვარულია როცა ვიცი შენ ასე შორს ხარ, მაგრამ მაინც ვგრძნობ შენს სიახლოვეს, სიყვარულია როდესაც შენთან საუბრისას სულ ყველაფერი მავიწყდება, სიყვარულია როცა ვხედავ ცუდ ხასიათზე ხარ და მეც ცუდ ხასიათზე ვდგები, სიყვარულია როდესაც გჯერა შეუძლებლის, სიყვარულია როცა შენზე ფიქრით ვიღვიძებ და ვიძინებ, სიყვარულია როცა მისი ერთი ღიმილი ვინც გიყვარს სამყაროს გირჩევნია… ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე ახლოვდება, საათის თანმიმდევრული წიკწიკი ჩამესმის და ვაცნობიერებ, რომ ჩვენს შეხვედრამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება… ჩემო სიცოცხლე სიყვარულია, როცა საათს ვუყურებ და წამებს ვითვლი, რომ შენი ულამაზესი ღიმილის ნაახვა ისევ შევძლო, ისევ შევიგრძნო შენი სურნელი და დავინახო შენი ულამაზესი ღიმილი.
რაც მეტს ვფიქრობ მით მეტად ვხვდები, რომ ვერასოდეს დავწერ რა არის ნამდვილი სიყვარული და ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმას რასაც შენს მიმართ განვიცდი
უზომოდ მიყვარხარ ჩემოოო!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев