მინდა რომ გულში ჩაგიკრა, კოცნით აგივსო
თვალები.
იცოდე ჩემზე ძალიან, არავის არ ეყვარები.
რაღაც ჩურჩული ჩამესმის, ეს ჩემი გული
ხმიანობს,
მინდა ხმამაღლა ვიყვირო :მიყვარხარ ადამიანო!...
შენზე გრძნობებით აღვსილმა, მსურს
დავიარო ქუჩები
და დაგიკოცნო ეგ შენი ულამაზესი ტუჩები.
ჩემს გულისნადებს ვერ გეტყვი, ჩემს
სათქმელს გასცემს თვალები.
ჩემი გრძნობა რომ გაიგო უთუოდ
შეგებრალები.
მე სიბრალული არ მინდა, მე სიყვარული
მჭირდება!
ვიცი უშენოდ მოვკვდები, სიცოცხლე
გამიჭირდება....
ეს ჩემი გული გაჰკივის, ეს ჩემი გული
ხმიანობს....
მინდა ხმამაღლა ვიყვირო: მიყვარხარ ადამიანო
მე სიყვარულის სადღეგრძელო დავლიე წუხელ,
ჩემი დარდები ღვინით სავსე თასში ჩავკალი
შენზე ფიქრებში დამათენდა ძვირფასო გზაზე
და შენი ტრფობით ამერია კარგო გზა - კვალი.
დავბოდიალებ ნამთვრალევი გზა არეული,
უცხო ქუჩებში შენი სახლისკენ დავეძებ სავალს,
მარტო დავდივარ უგრძნობელი ვით მთვარეული
და მხოლოდ შენი თვალთა სხივი მინათებს გზა - კვალს.
შენს სიყვარულში უიმედო, ბედ - დაწყევლილი
შენზე მლოცველი დავიჩოქებ საყდარის კართან,
და როგორც ბავშვი დედის მკერდში სულგანაბული
სულის სიმშვიდეს მოვიპოვებ ღვთისმშობლის ხატთან.
მე შენზე ფიქრში გავატარებ მთელს ჩემ სიცოცხლეს
და ასე ვივილი უგზო - უკვლოდ, გზა არეული,
როცა დარდები დაიმონებს ჩემს გულს იცოდე,
ჩემი ცხოვრების შარბათს შევსვამ შხამ გარეუ