სხვისი ოცნების ქალი
///10ნაწილი/
ავტ.სვეტა კვარაცხელია
თორმეტი საათი იქნებოდა, ძნელაძის ქუჩაზე რომ გავედი. ეზოში შევედი და დაბნეულმა მიმოვიხედე. აქ იმდენი ვინმე ცხოვრობდა, აუცილებლად უნდა მეკითხა, სად შემეძლებოდა ნატას ნახვა. ეზოში მოთამაშე პატარა ბიჭებმა მეორე სართულისკენ მიმითითეს. მსუბუქად ავირბინე ხის კიბეზე და თეთრად შეღებილ კარზე დავაკაკუნე.
_ ვინ არის? _ მოისმა შიგნიდან ქალის ხმა.
_ ნატა აქ ცხოვრობს?
სახელური ჩამოიწია და კარი გაიღო. ელდა მეცა. ჩემ წინ ნატას დედინაცვალი იდგა.
_ ა! თქვენ ხართ? ნატა მასწავლებელთანაა, ერთ საათში მოვა. მობრძანდით, _ შემიპატიჟა ქალმა.
უარი ვუთხარი და არც დავემშვიდობე, ისე წამოვედი. კი არ წამოვედი, გამოვიქეცი. მორჩა, ახლა თავის ქმარს ე