არასოდეს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ.. გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის.. მშვიდად შეეგებე ყველა განსაცდელს, ლოცვით უსმინე უფლის ხმას და მიჰყევი მის გზას.. გახსოვდეს – “არ არსებობს “აღდგომა” “გოლგოთის” გარეშე..”
ძნელია ადამიანობა.. ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა.. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სან