ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით, შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის და გადაკეტე ზურგ სუკან ოთახის კარები. არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი ,ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს, როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს. ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად. უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია. აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე, მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი, ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე. გაჩუმდი როდესაც დაიწყე