•შორიდან მიყვარხარ,
სურნელის შეგრძნების გარეშე..
ჩახუტების გარეშე,
სახეზე შეხების გარეშე,
უბრალოდ მიყვარხარ.
ხელის ჩაკიდების გარეშე,
გულზე შეხების გარეშე,
თვალებში ჩახედვის და დაკარგვის გარეშე,
აი ასე შორიდან მიყვარხარ.
ორი წვეთი ცრემლის მოწმენდის გარეშე,
ყველაზე ხმამაღალი სიცილის გაზიარების გარეშე,
ყველაზე საყვარელი სიმღერის ერთად მოსმენის გარეშე,
ასე შორიდან მიყვარხაარ!...•
მე მიყვარს შენი ღიმილი, რადგან შენ სიყვარულს აფრქვევ... მე მიყვარს შენი მზერა, რადგან იქ სიკეთეს ვპოულობ... მე მიყვარს შენი ჩურჩული, რადგან ის ყოველთვის მესმის... მე მიყვარს შენთან ერთად სიცოცხლე, რადგან შენ ხარ ჩემი სიცოცხლე... შენ ყოველთვის ჩემში ხარ და სულ ჩემთან იქნები ♡