Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ბევრი დამისხით !- დღეს სურვილი მაქვს სიმთვრალით მოვკვდე სიყვარულისთვის წამებული ტოტივით მოვტყდე! გემივით ისე ჩავიძირო გრძნობის ზღვის ფსკერზე საუკუნეთა განვლის შემდეგაც ლექსი თქვან ჩემზე! კიდევ დამისხით-ხომ შეხედეთ მაინც ვერ ვთვრები ეს სადღეგრძელო მინდა შევსვა ვაზის ცრემლებით გულით გისურვებთ- სიყვარულის ერთი გზით გევლოთ და თუ დაგჭირდათ ჩემი სიცოცხლე თქვენ შემოგევლოთ