- რამდენი წლის ხარ?!
- 2
- რა გქვია?!
- ნიკა
- ნიკა ომი რომ დაიწყოს რას იზამდი?!
- იარაღს ავიღებდი!
- იცი იარაღის ხმარება?!
- სახლში დიდი , სათამაშო ავტომატები მაქვს, ბაბუმ მითხრა: მამაშენიც ეგეთი ავტომატებით იბრძოდაო.
- იბრძოდაო?
- დიახ, დაიღუპა, ომში. მეც წავალ ომში და ნამდვილ ავტომატს დავიჭერ-მამასავით.
- არ გეშინია?!
- მამას არ ეშინოდა!