მე მიკვირს, როცა ამბობენ, ჯერ ისევ ცრემლიანი თვალებით, ტკივილები კვდებიანო და უხარიათ. მიკვირს, რადგან ყველა ტკივილი, რომელიც ჩემში იყო და მოკვდა, ვერ მივაქციე ყურადღება, ვერ გამოვასვენე გარეთ, ვერ ავუგე წესი, ვერ დავუტირე და ვერ დავმარხე. ყველა ტკივილი, რომელიც ჩემში იყო და მოკვდა, ძალიან ნელა და მძაფრად გაიხრწნა. მათი საშინელი სუნი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ჩემი სულის ბათქაშჩამოყრილ კედლებს, მეშინია, ერთ დღესაც გულში ჩამიკრა და იგრძნო, მაშინვე მკვდრეთით აღსდგებიან. მათ ვეღარავინ ანუგეშებს, მათ ვეღარავინ გაიზიარებს, მათ ვეღარავინ დანებდება, მათ ვეღარავინ მოითმენს. ისინი მხოლოდ უნდა გახსოვდეს, როგორც სიბერეში შესულს უკანდასაბრუნებელი გზა. ნუ ჩაიხედავ ჩემს თვალებში, ჩემი თვალები ტკივილების სას