დააცადე სიყვარულსაც თამაში მისთვისაც ხომ გართობაა ამაში, გეფერება სულ გიღიმის თვალთვალში, სითბოს გაძლევს გაყინულსაც ზამთარში, მოითმინე, წამი წუთზე მეტია, მონატრება ფიქრის ჩუმი სვეტია, მოითმინე დააცადე ითოვოს, დრო არ რჩება სიყვარულს რომ იგლოვოს ამ გრძნობასაც ხომ არ თვლიან ცოდვაში, ხოდა ჩვენც რა... გავათენოთ ბოდვაში, სიყვარულსაც გააჩნია განცდები, რომ დათვალო მილიარდებს გაცდები, დააცადე სიყვარულსაც თამაში, მისთვისაც ხომ გართობაა ამაში, არ ელოდო ბედისწერის ნაბიჯებს, იქნებ მისი მოლოდინი გაგიჯებს.