დამლოცე მამაო
====================
მამაო, აქა ვარ ცოდვებით უძღები,
შენთან მოვიტანე სულის იარები,
არ ვიცი სიმძიმეს რარიგად ვუძლებდი,
ან რა გაძლებაა, ვეღარ ვიარები.
ტაძრებში გეძებდი მესმოდა ძახილი,
მადლობა, რომ ეს ხმა არ დარჩა ამაო,
მოვედი ცოდვისგან სინდისით დახრილი,
ლოცვებით გამათბე, შემცივდა მამაო.
ფიქრები რა არის, გიმხელ და მრცხვენია,
შენს გულთან ვდგავარ და უსიტყვოდ გენდობი,
სულის გზებს გაბარებ ცრემლების ფერიანს,
ლოცვებით მოველი წყალობას შენდობის.
მამაო, შენს თვალებს ფერი აქვს ნათელი,
მე მისი ჩრდილი ვარ_ მზრუნველობ და როცა,
მოვდივარ, ძიმე მაქვს ცრემლი და სათქმელი,
მსუბუქად მივდივარ, როდესაც დამლოცავ.
ჩემი რომ მეგონა იმ სიზმრებს გიყვები
და თითებს ცრემლიანს ბავშვივით ვიწვალებ,
უშენოდ სხვა