შეხედავ ქალია,მაგარი ნაშაა, ქუსლებზე შემდგარა მკერდი აქვს ფაშფაშა, სასტავში რომ მოაქვს თავი და "სვეცკობს" , თავის სოფლელებს ვითომ რომ ვერ სცნობს. ჩადიან ქალაქში,სიგარეტს ირჭობენ, გონიათ მაგარ ტიპს გამოიჭერენ, ქალაქის ცენტრში ოთახს ქირაობენ, უაზრო თემაზე დგანან ჭორაობენ. არადა მშობლებს გონიათ სწავლობს, ის კიდე ამ დროს "ძერსკულად" ბაზრობს, ჯიბიდან ტელეფონს ipone-ს აძრობს, და თავი გონია პრინცესა ამ დროს. ქუსლებზე შედგა,გაიძრო კალოში, თმა შეიღება,გავარდა ლილოში, იყიდა ზმანი,დაიკლო კილოში, და ბოლო რიგში დაჯდა კინოში. ხოდა ესეთები ოხრად რომ არიან, ქალაქში ჩადიან,ამაყად დადიან კიდე დაგიწყებენ დაცინვას,ლანძღვას, გაკრიტიკებას და გეტყვიან "ბანძსაც". ოეეე,სოფელოო დაეშვი დაბლა, ყანა გათოხნე,ვენახში გაღმ
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები
და უფსკრულისკენ მიმავალ გზას გამინათებენ.
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ტუჩები
ისე მომკლავენ ერთ კოცნასაც არ მაღირსებენ.
წვიმა თუ მოვა და იტირებს ჩემს მკვდარ ოცნებას
მომაკვდავ იმედს და სიყვარულს გამოიტირებს
ყურს თუ დაუგდებ სევდიანი ქარის სიმღერას
მაშინ საკუთარ ტკივილებსაც გამოიტირებ.
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ხელები
ისე მომკლავენ ერთხელაც არ შემეხებიან
სხვა რას გაიგებს, ასე ძლიერ რად მენატრები
სხვა რას გაიგებს, სხვები შენ რას შეგედრებიან
მე თუ მოვკვდები, ეგ თვალები მომიღებს ბოლოს
მაგრამ სიკვდილიც იგვიანებს თითქოს ჯინაზე
და შენი კოცნა, შენი კოცნა მიშველის მხოლოდ
კოცნით მაჩუქე უკვდავება ამ ქვეყანაზე...