- იცი, ერთხელ ძალიან ბრძნული სიტყვები მოვისმინე:
შენი რთული და დამღლელი სამუშაო -ყველა უმუშევარის ოცნებაა;
შენი ცელქი და მოუსვენარი შვილი - ყოველი უშვილოების ოცნებაა;
შენი პატარა სახლი - ყველა უსახლკარო ადამიანის ოცნებაა;
შენი მცირე კაპიტალი ყველა მევალის ოცნებაა;
შენი ცუდი ჯანმრთელობა - განუკურნებელი დაავადების მქონე ყველა პაციენტის ოცნებაა;
ის, რომ უფალი მალავს შენს ცოდვებს ხალხის თვალისაგან, - ეს არის ყველას ოცნება, ვინც შერცხვენილია თავისი ცოდვების გამო.
შენი სიმშვიდე, შენი მშვიდი ძილი, შენი ხელმისაწვდომი საჭმელი - ყველა ადამიანის ოცნებაა, ვისაც ქვეყანაში ომი აქვს.
შენ უნდა დააფასო ყველაფერი, რაც გაქვს. ბოლოს და ბოლოს, არავინ იცის, რა შეიძლება დაემართოს ხვალ.
ძვირფასო ქალბატონებო. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბუნება თქვენ მიმართ უსამართლოა, მაგრამ თითოეული თქვენგანი ერთი დიდი სასწაული ხართ.
ეს თქვენ ხართ, რომლებსაც ყოველთვიურად სისხლი გდით ტკივილებითურთ, მაგრამ, ამ ტკივილების მიუხედავად, იმდენად ძლიერები ხართ, რომ არავის აჩვენებთ და საკუთარი ძალებით გადაგაქვთ ეს ფაზა.
ეს თქვენ ხართ, რომლებიც სხეულში კიდევ ერთ ადამიანს ატარებთ. უხერხულობა, დისკომფორტი, სიფრთხილე და თავგანწირვა. თქვენ "სწირავთ" თქვენს სხეულს იმის გამო, რომ მეორე სული საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
როდესაც დგება მშობიარობის დრო, თქვენი სიცოცხლე ზღვარზეა. ამ დროს თქვენ 50/50-ზე ხართ. მაგრამ ახალი სიცოცხლის დამბადებელი თქვენ ხართ, თქვენ აძლევთ მას სიცოცხლის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი