ყველაფერს,რასაც გააკეთებ,
გული დაუფინე სარჩულად!
სიკეთეს ნურავის დაამადლებ,
ნურავის აიგდებ აბუჩად...
ნუ იტყვი რაც შენ არ შეგეხება,
სხვის გზებზე ნუ იწყებ ხეტიალს...
ყველაფერს ნურავის დაუჯერებ-
ხანდახან ტყუილსაც გეტყვიან...
სხვის ტკივილს იოლად ნუ შეხედავ,
შენ თუ გაგიმართლა ამჯერად.
ასეა,რასაც სხვას მოუსურვებ-
ბრუნდება ლოცვად ან სასჯელად!..
სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა,
სიავე ხანდახან თუ ხდება...
ზეცამდე ნურავის აამაღლებ,
ღმერთობა,მხოლოდ ღმერთს უხდება!..
ცუდად ნურასოდეს მოიქცევი,
თუ იცი უფალი წუხდება...
სიტყვა ხან ტყვიაა გასროლილი
და უკან არასდროს ბრუნდება!..
............................
ყველაფერს რასაც გააკეთებ
გული დაუფინე სარჩულად!
სიკეთეს ნურავის დაამადლებ,
ნურავის აიგდებ აბუჩად...