@ დედამ დათესა ეს სილამაზე
დაბადებიდან რასაც ეტრფიან!
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე
მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია! -
დედა ძველია როგორც სამყარო,
და როგორც დილა,არის ახალი
არ გაჩენილა ქვეყნად სახელი,
დიდის სახელზე უფრო მაღალი! -
ახალს ლანდივით შორდება ძველი
ცხოვრებაში გზა ვის არ შეშლია,
არ გაჩენილა დედის შემცველი,
სიყვარული და დედა ერთია!
გზა რომ არ გქონდეს დედის საფლავზე
მაინც არ უნდა გადაიარო!-
და როცა მშობელ დედას აფასებ
შენს თავს აფასებ ადამიანო!!!!!!!(ქართული გენი )