"წავედი...
არა, შემეშალა, კი არ წავედი, მივდივარ!.. მივდივარ მარტო, ყველაფრის
გარეშე... მივდივარ ომში, საიდანაც არ ვიცი, ცოცხალი დავბრუნდები თუ არა...
იქ ორ ფრონტზე მომიწევს ბრძოლა: ერთი ჩემი სამშობლოს დასაცავად, მეორე
კი... მეორე კი ჩემი პირადი ომია... სრულიად მარტოს, უცხო გარემოში
მომიწევს ყოფნა... აღარ მექნება ის ფიქრები, რაც ადრე მქონდა... სხეულში
სიცარიელეს ვგრძნობ. ეს ის სხეულია, რომელშიც გული უკვე მკვდარია, სული კი
ისევ არსებობს... ყოველთვის, როცა სპეცოპერაციაზე ან თუნდაც, "პოლიგონზე"
მივდიოდი, ღიმილიანი სახე მქონდა... მაშინ სიყვარულით ძგერდა ჩემი გული,
მაშინ ვცოცხლობდი შენთვის და მიყვარდი, ამქვეყნად ყველაზე მეტად... დღეს კი
მარტოობას ვებრძვი... სიცოცხლეზე უფრო მეტად მიყვარდ
ინციდენტი საავადმყოფოში ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"-უპასუხა ქირურგმა -"დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერი