წარსულს გავატანე დარდი და ნაღველი, ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო, სიფრთხილით გავივლი დარჩენილ ბილიკზე, გული მაქვს ნატკენი, არაფერს არ ვითხოვ. ვინც თვალში ნაცარი უტიფრად მაყარა და ჩემი ცრემლებით იბანა ხელები, ნიღბებით თამაშით საშინლად დამღალა, დღეიდან არავის არ "მოვეფერები". სითბოს და სიყვარულს არ ჰქონდა საზღვარი, ყველასთან უსიტყვოდ დამთმობი ვიყავი, უაზროდ რამდენი ცრემლი მაქვს ნაღვარი, იქნება ვალში ვარ, ის მაინც მითხარით. ცხოვრება მიდის და უკან არ ბრუნდება, არ მიყვარს ჩემ თავზე მოთქმა და ჩივილი. ღმერთია მოწამე თუ გავცემ სიყვარულს, ნუ დამიბრუნებენ ცრემლით და ტკივილით..
- როდის ჭირვეულობს ქალი?!..
- როცა მოაკლდება სითბო!..
არ სურს ბრილიანტი,ლალი-
ქალი ყურადღებას ითხოვს!
ქალი სამუდამოდ ნორჩი,
სულში ყვავილივით ნაზი...
მეტი სიყვარულით მოსდის,-
ცოტა ბუზღუნი და ბრაზი...
არვის ჩაახედებს გულში,
თუკი არ მიენდო სრულად.
ქალს ხომ დავიწყება უჭირს...
დარდი უხორცდება რთულად...
რატომ ბრაზდებაო ქალი?..
ვეღარ გაუგიათ კაცებს...
კარგად დააკვირდით თვალებს,
ყველა კითხვის პასუხ გამცემთ...
ოღონდ კითხვა უნდა შეძლოთ,
მზერის,საკუთარი ქალის...
ნუღარ დაიღლებით ახსნით,
რომ ის ერთადერთი არის!
რომ მას ვეღარავინ შეცვლის-
ოღონდ სიყალბე არ ნახოს!..
თორემ,ქალი-ქარი არის,
წავა,აღარ მოვა ახლოს!...
ეს შემოდგომაც არაფერს შეცვლის
და სადღაც ვივლით უერთმანეთოდ.
ჩაფიქრებული ვიქნები ჩემთვის,
როგორც ზამთარის ცივი გარემო.
დავიწყებული არ მყავხარ ახლაც,
ყოველდღე შენით ვაღვიძებ დილას.
მე შეიძლება მიყვარდეს მაგრამ...
შენსავით მართლა არავინ მიყვარს.
ყველა დღე უფრო მაბერებს უკვე,
ეს მუქი თმებიც თეთრი გამიხდა.
მაგრამ ბავშვურად ვუყურებ ქუჩებს,
სადაც შენ უკვე აღარ დადიხარ.
და მაინც ვიცი რომ ხარ და სადღაც,
ჩემსავით დაგაქვს ჩვენი ნაწილი.
მე შევიყვარებ ვიღაცას მაგრამ...
შენსავით ვეღარ, ეს ზუსტად ვიცი.
გიორგი ჩომახიძე 12 09 2018
დაგებედები!მერამდენედ უკვე არ ვითვლი!..
შენი თვალები ვარსკვლავებად ცაშიც გამყვება!..
ჩემს გულში არის სამუდამოდ შენი ადგილი
ცხადიდან ძილში ჩემი სახე ისევ ჩაგყვება!..
დაგებედები! ჩემი ხარ და თხოვნა არც გინდა...
დაგებედები,ვიცი უკვე შენი ჩვევები...
შეცვალე ისევ ეს სამყარო ჩემთვის თავიდან!
ახალი წლიდან დავითვალოთ ისევ თვეები..
,, სიყვარულს არ უნდა დაპირდე ადამიანს, თუ კი ვერ შეძლებ.არც ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებ.
შენ შეიძლება დაგავიწყდეს,,გადაგავიწყდეს და ვინმეს მთელი სიცოცხლე ახსოვდეს..
არც იმედს არ უნდა დაპირდე არავის, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია..
არც თბილ სიტყვებს უნდა არიგებდე ტყუილა, რადგან ის შეიძლება ვინმესთვის სასიცოცხლო აღმოჩნდეს. და შენ რომ დაგავიწყდება, მას გულს ატკენ უყურადღებობით.
არ უნდა ეცადო მიგეჩვიოს ვინმე, რადგან მიჩვევაც სიყვარულია.
როგორი დაკავებულიც არ უნდა იყო, ერთი წუთი მაინც უნდა გამონახო დრო, რომ ვინც გელოდება მოიკითხო.
სალამი არავის უნდა დაამადლო და,, გულმავიწყი"არ უნდა გახდე უცებ.
მნიშვნელოვან სიტყვებს იოლად არ უნდა ამბობდე, გულს გარეთ, რადგან შეიძლება ვინმემ დაიჯეროს და შემდე