ზოგისთვის წიგნის ფურცელია, რომელსაც ზოგი ავსებს, ზოგიც ვერა.. ზოგისთვის ერთი წამია, რომელშიც ყველაფერი უნდა მოასწროს და გააკეთოს.. ჩემთვის.. ჩემთვის კი მორიგი ეთაპია, მმზადებაა უკეთესისკენ.. საერთოს ეგეთი ადამიანი ვარ, ვცდილობ ყველაფერში კარგი დავინახო.. ცხოვრებასაც ასე ვუყურებ.. ეს მომზადებაა.. მომზადება სხვა, უკეთესი ცხოვრებისთვის. ეს არის ციკლი დაბადებიდან სკვდილისკენ. ზოგისთვის სიკვდილი დასასრულია ყველაფრის, ჩემთვის კი დაბადებაა.. ახალ სამყაროში დაბადება. სამყაროში სადაც ამ ცხოვრების შეცდომებზე ავაწყობთ ახალ ცხოვრებას, უკეთეს ცხოვრებას.. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ამას ვერავინ ვერ გავიგებთ, სანამ სიკვდილს არ ჩავხედავთ თვალებში. მაგრამ ჩემთვის მთავარია რწმენა.. რწმენა მომავლის, უკეთესი მომავლის.. დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგი ცხოვრებაა.. როდესაც ხედავ, რომ სრულიად ახალგაზრდა ადამიანი იღუპება, ფაქტიურად ბავშვი.. ეს ძალიან ძნელია. ძნელია, როდესაც დღეს ადამიანს ესაუბრები და ხვალ კი მას დაკარგავ.. უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ გარშემო ვინც გყავს ყველას დაკარგავ.. ნახავ თუ როგორ გამოგეცლება შენთვის საყვარელი ხალხი ხელიდან და შენ ვერაფერს შეცვლი.. უბრალოდ უყურებ ამ ყველაფერს და არაფერი შეგიძლია გააკეთო.. ეს ყველაფერი ადამიანს განადგურებს.. შენს შინაგან „მე“-ს ანადგურებს.. შენს პიროვნებას ანადგურებს.. ამ ყველაფრის მერე კი ხვდები იმ ადამიანის ფასს შენს ცხოვრებაში.. და რათქმაუნდა როგორც გვჩვევია ყველას, ყველაფერს გვიან ვხვდებით.. ეს ჩვენი ცხოვრებაა.. ჩემი თვალით დანახული ცხოვრებაა.. შეიძლება მე არ მომწონდეს ეს ყველაფერი.. შეიძლება არც თქვენ, მაგრამ მოდით გულახდილები ვიყოთ ერთმანეთთან და ვაღიაროთ, რომ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.. მაშინ რაღა გვაძლევს ჩვენ „იმედს“, „რწმენას“.. რთული კითხვაა ზოგისთვის.. მე კი მხოლოდ ერთს გეტყვით, როდესაც მთელი გულით გიყვარს და აფასებ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მეგობრული, ქალვაჟური, დედაშვილური თუ სხვაგვარი სიყვარული, ურთიერთგაგება და პატივისცემა ორ ადამიანს შორის, მაშინ ჩვენ ვიცით, რომ მისი დაკარგივს შემდეგაც ის ჩვენს გვერდითაა და რაც არ უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან ჩვენ მას შევხვდებით.. ყველა.. განურჩევლად.. სწორედ ეს გვადძლევს იმედს და რწმენას.. მე გულახდილად მინდა თქვენთან საუბარი.. ამას გინდ აღიარება დავარქვათ, გინდ აღსარება.. როგორც გინდათ.. უბრალოდ ძნელია ჩემთვის და მემგონი ძალიან ბევრისთისაც ის ყველაფერი რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება.. ყოველთვის ვცდილობ, მივცე იმედი ჩემს გარშემო მყოფთ, დავარწმუნო, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“, მაგრამ.. მე თვითონ ვკარგავ იმედს.. ცხოვრების რწმენას.. რწმენას იმისას, რომ ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება.. ყოველთვის წარსულს შევყურებ და ვფიქრბ: რა მოხდება სულ ცოტახნით დაბრუნდეს.. მე ხომ ბევრ რამეს შევცვლიდი.. მაგრამ ვიცი ეს შეუძლებელია და გული მწყდება, რომ ვერ გავაკეთე ბევრი რამ.. მეც, როგორც ყველა ადამიანი ვარ და როგორც ყველა მეც გვიან ვხვდები შეცდომებს.. ეს ყველაფერი ჩემი თვალით დანახული ცხოვრებაა.. ცხოვრება, რომელიც ჩვენს რეალობაშია.. რომელიც დაუნდობლად გვექცევა, განურჩევლად ყველას.. მაგრამ გახსოვდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, არ დაგავიწყდეთ.. ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი ეტაპია, მომზადებაა უკეთესი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ სიკვდილის შემდეგ გველის.. სიკვდილი დასარული არაა.. სიკვდილი დასაწყისია.. უფრო დიდის დასაწყისია.. „დაბადებაა ახალ სამყაროში“.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1