222
ორმა დიდმა მსახიობმა - იპოლიტე ხვიჩიამ და დოდო აბაშიძემ ერთხელ ისე იკამათეს, გაბრაზებულმა იპოლიტემ დოდოს უთხრა: აბაშიძეები ყოველთვის მოღალატეები იყავით, ქართველებს თურქეთის ბაზარზე ჰყიდდითო. დოდომ უყურა, უყურა იპოლიტეს და: რას ჰგავხარ შე უბედურო, შენისთანებს გავყიდდით, აბა რას ვიზამდითო!