ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ,აქედან ყველაფერს ვიოცებ .მაგ ცრემლებს სულ სხვა გზით მივყავარ,ილოცე ,უბრალოდ ილოცე. იცი???? აქ რამდენი მადლია. მირონის სურნელი დაგათრობს. აქ მხოლოდ გალობით დადიან, წმინდათა თვალები გაგათბობს,, ,ნუ ტირი, კალთს ნუ მისველებ, ანგელოზს გული არ ატკინო .ცოდვების ტვირთისგან ვისვენებ, არ გინდა, სხვებიც არ ატირო, დღეს მხოლოდ სანთელი დამინთე, სინათლეს უფალთან მივყავარ. სავალი ლოცვებით გამითბე, ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ