Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
იცი რა მინდა? შენი ხმა მინდა... ყოველ საღამოს შენი ვარ მითხრა... ოცნებით დაღლილს ყოველ საღამოს გულში ჩაკრულმა მაკოცო ნაზად იცი რა მინდა? შენი ოცნება... და მაგ ოცნებით ჩემი აფრენა... შენი სხეულით, სულით გამთბარმა ძილს მივცე თავი როგორც პატარამ... იცი რა მინდა? შენი თვალები... და მაგთვალებში ჩემი ზმანება... გარეთ რომც თოვდეს ჩვენგულში მუდამ იყოს ზაფხული ჩვენით გამთბარი... იცი რა მინდა? შენი ფერება... და მაგ ფერებით ღამის თენება... შენით ავსებულს ლექსების წერა და ყოველ ღამეს შენი შეგრძნება. იცი რა მინდა? ჩემთან რომ იყო და ყოველ დილით მზეს მივეფეროთ... ერთად გავლიოთ ყოველი წამი..