მე შენი გული მიყვარს და მისი ნაზი ფეთქვა. მე შენი სული მიყვარს და მისი ჩუმი ლოცვა. მე შენი სახე მიყვარს და მისი თეთრი ფერი. მე შენი მზერა მიყვარს და მისი სითფოს ფრქვევა. მე შენი სიტყვა მიყვარს და მისი ჩემთვის ჟღერა. მე შენი სუნი მიყვარს და მისი ჩემთან ფრქვევა. მე შენი სევდა მიყვარს და მისი ჩემით მოკვლა. მე შენი ფიქრი მიყვარს და მისი ჩემით შობა. მე შენი გრძნობა მიყვარს და მისი ჩემში პოვნა.