"ძველი გველი ამთავრებს დედამიწის შემორკალვას. ის უკვე პირით წვდება თავის კუდს.
ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ვცხოვრობთ ისეთ დროში რომ შევესწრებით ანტიქრისტეს გამეფებას. ის უკვე მოსულია და თავის მზაკვრულ საქმეებს დაფარულში აკეთებს. იმდენად ახლოსაა მისი გამოჩენა, რომ კარებზე კი არ გვიკაკუნებს, არამედ გვიბრახუნებს. მთელი ძალით კარებს ანჯღრევს, ლამის შემოამტვრიოს.
ანტიქრისტეს გამეფება სოლომონის ტაძარში იქნება, რომლის აღდგენაც უმცირეს დროში მოხდება. საამისოდ დღეს ყოველი პირობა არსებობს.
მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნე