რა ძნელია არსებობა ხალხში.
აქ სიტყვები არის სუფთა ფარსი,
თამაშია, თუმცა ვიღაც კარტს ხსნის.
ვიღაც აგებს ანგარებას ლექსზე,
ვიღაც ითხოვს ამ ლექსებში თეთრებს.
ნახეთ ვიღაც მათხოვარი პეშვით,
თვალებში კი ხედავთ სირცხვილს ებრძვის.
ახლა აქეთ აიხედეთ ზემოთ,
არაფერს გთხოვთ გეკადრებათ ჩემო?!
მე კი მაინც სურვილი მაქვს ერთის,
მივაყარო ხურდა მდარ ფეხებში.
ვიცი როცა ზურგს შევაქცევ წავალ,
დაიხრება ხელს მოუსმევს ხარბად.
საკუთარ მეს დავანებე თავი,
აღარ მინდა ჩემი გზა და კვალი.
შემოვედი თქვენში ისე ლაღი,
და გავდივარ გადაღლილი დარდით.
ყველამ მინდა დამანებოთ თავი,
საკუთარ თავს გავექეცი ლამის,
მე მეგონა ყველა იყო ნაღდი,
მაგრამ ყველა გამოდექით ყალბი.
შემოვედი თქვენში ისე ბავშვი,
და გავდივარ ვით ბებერი შარში.
სად წავიდე დედმიწას ვერ ვთმობ,
იმ ჩიტს ვგავარ ზეცა რომ არ ეყო.
დაბლა დაბლა ტრფობით რომ იფრინა
თუმც ვიღაცამ ფრთებში მაინც მისწვდა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1