წმინდა ტიქონ ზადონელი – საწყალო ცოდვილებო! რატომ გვძინავს? ეს ეშმაკი გვპარავს ქურდივით ჩვენს ცხოვრებას
--------------------
სიკვდილს შეუძლია ცოდვილში სინანული აღძრას. ის ჩვენთვის ნაცნობიცაა და უცნობიც. ნაცნობია, რადგან ყველა მოვკვდებით; უცნობია, რადგან არ ვიცით როდის, როგორ და სად მოვკვდებით.
რაც მეტს ვცხოვრობთ, მით ილევა ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, გვიმცირდება სიცოცხლის დღენი და ვუახლოვდებით სიკვდილს. დღეს უფრო ახლო ვართ მასთან, ვიდრე გუშინ, ამ საათს უფრო მივუახლოვდით, წინასთან შედარებით;
სიკვდილი ყველას უხილავად დასდევს და მაშინ მიჰყავს კაცი, როცა არ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ჯანმრთელი და ძლიერი, ასე ოცნებობს: კიდევ ვიცოცხლებ, ჯერ არ ჩანს ჩემი აღსასრული; დავაგროვებ და